Facebook-მა გარდაცვლილი ადამიანების გვერდების რედაქტირება და მათი კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლა აკრძალა
25-02-2014, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფეისბუქის ხელმძღვანელობამ გარდაცვლილი ადამიანების გვერდის რედაქტირება და მათი კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლა აკრძალა. როგორც ფეისბუქის ადმინისტრაცია განმარტავს, მათ გადაწყვიტეს, გარდაცვლილი ადამიანის გვერდის იმავე ფორმით შენარჩუნება, რომელიც მომხმარებლის სიცოცხლის პერიოდში არსებობდა.

 


"ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის არჩევანს. გვერდი, რომელიც მას სიცოცხლეში ჰქონდა, მეგობრებისა და ახლობლების მხრიდან აღარ შეიცვლება. იგი დარჩება იმ ფორმით, როგორიც მან დატოვა", – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

 

 

გარდა ამისა, თებერვლის დასაწყისში ფეისბუქში შეიქმნა სპეციალური “A Look Back”, (გადახედე წარსულს) სადაც გარდაცვლილის უკვდავსაყოფად შესაძლებელია ვიდეოების განთავსება, თუმცა საამისოდ ოჯახის ახლობლებმა, ან მეგობრებმა ადმინისტრაციას განცხადებით უნდა მიმართონ. “A Look Back”,-ის ვიდეოკოლაჟში, ფეისბუქზე თქვენი დარეგისტრირების დღიდან დღემდე, ყველა საუკეთესო მომენტი გაერთიანდება და თქვენს გვერდზე ვიდეორგოლად გამოქვეყნდება.

 

კომენტარები: 789

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი