უკრაინისა და საქართველოს შესახებ ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიამ 15 დეკემბრისთვის დაგეგმილი ანგარიშის გამოქვეყნების გადავადების შესახებ გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ევროკომისიის საექსპერტო ჯგუფმა უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი კანონის შეფასება ვერ მოასწრო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ევროპული სიმართლე" წერს.
გამოცემის თანახმად, საუბარია უკანონოდ გადატანილი აქტივების დაბრუნებასა და მართვაზე" ეროვნული სააგენტოს შესახებ კანონზე, რომელსაც პეტრო პოროშენკომ მხოლოდ 9 დეკემბერს მოაწერა ხელი.
"მაშინვე, ანუ გასულ კვირას, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრიუსელიდან მკაფიო სიგნალი მიიღო: ეროვნული სააგენტოს შესახებ კანონის ასეთი რედაქციით უკრაინა ევროკომისიის დადებით დასკვნას ვერ მიიღებს", - ნათქვამია სტატიაში.
უკრაინული გამოცემის თანახმად, სწორედ ეს კანონი გახდა მთავარი დაბრკოლება ანგარიშის გამოსაქვეყნებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.