ე.წ. შეწყალების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაიკითხება
15-12-2015, 07:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. შეწყალების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაიკითხება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.


"გამოძიების ფარგლებში დაიკითხება ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელთანაც ალეკო ელისაშვილს შეხვედრა იმავე დღეს ჰქონდა, რა დღესაც მთავარ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შეხვდა", - განაცხადა სუხიაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, ბადაშვილისა და ელისაშვილის შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და იქ შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.


რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს, სუხიაშვილმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ "თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, დაიკითხებიან პირები, რომლებიც ამ საქმესთან შემხებლობაში არიან".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი