"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. შეწყალების საკითხის გარშემო მანანა კობახიძის და ეკა ბესელიას ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზეც ისაუბრებენ. შეხვედრას ესწრება მანანა კობახიძეც. ეკა ბესელია კი საქართველოში არყოფნის გამო შეხვედრას ვერ ესწრება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, დარწმუნებულია, რომ მის კოლეგებს ამ ტიპის ბრალდებებთან კავშირი არ აქვთ.
"მე ვხედავ უპასუხისმგებლო ქმედებას იმ პირების მხრიდან, ვინც ბრალს სდებს ჩვენს კოლეგებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამოძიება მიმდინარეობს და ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს, პასუხს აგებს. ძალიან კარგად ვიცი, როგორ მიმდინარეობდა პროცესი და სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური დისკრედიტაციის მცდელობა", - განაცხადა სესიაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე უაპელაციოდ საუბარი არის უპასუხისმგებლობა და უსინდისობა, "მით უმეტეს, იმ ადამიანებისგან არ უნდა ისმოდეს ეს, ვინც დღემდე არ გათავისუფლებულა მძიმე წარსულისგან და დღემდე ითვლება წარსული რეჟიმის მეხოტბედ", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.