პორტალმა „კვირამ“ და „განათლების აკადემიამ“ მემორანდუმი გააფორმეს
15-12-2015, 08:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირასა“ და უმაღლეს სასწავლებელ – „განათლების აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ „კვირას“ მთავარმა რედაქტორმა ქეთევან ხოსიტაშვილმა და „განათლების აკადემიის“ რექტორმა მარიამ მესხიშვილმა მოაწერეს.


დოკუმენტის თანახმად, პორტალი „კვირა“ აქტიურად გააშუქებს უმაღლესი სასწავლებლის მიერ მოწყობილ ღონისძიებებსა და სიახლეებს. ამასთან, სტუდენტები, სასწავლებლის სახელით, პორტალის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, თუ კულტურულ აქტივობაში სისტემატურად მიიღებენ მონაწილეობას.


როგორც მემორანდუმის გაფორმების შემდეგ უმაღლესი სასწავლებლის რექტორმა მარიამ მესხიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ნაბიჯი, რაც განათლების სფეროს განვითარებას უკავშირდება.


„განათლების აკადემია“ გახლავთ ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც საჭიროებს ყოველგვარ მედია მხარდაჭერას. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც მოემსახურება უმაღლეს სასწავლებელს, განათლების აკადემიას, აკადემიის პრესტიჟისა და იმიჯის ამაღლებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ გაღრმავდეს ეს ურთიერთობა. ეს იქნება პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა მარიამ მესხიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი