ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა .
როგორც კვაჭანტირაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ივანიშვილი კოალიციის სულის ჩამდგმელად და უპირობო ლიდერად რჩება და მისი მხარდაჭერა მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია.
"ქართული ოცნების" ცეტნრალურ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მასთან ერთად ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერების მხრიდან გახდა ცნობილი, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები იყო, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას ეხება.
"ქართული ოცნება" პირველი მოსმენით მიღებული პროექტით განსაზღვრული საზღვრების გადახედვას და კორექტირებას გეგმავს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსის ის ვარიანტი, რომელსაც პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს, მოსაწონი იყოს ამომრჩევლისთვის და არ გახდეს თავდასხმის და კრიტიკის ობიექტი გარე ძალებიდან, თუ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების მეორე მოსმენით პარლამენტში გატანა მიმდინარე კვირის განმავლობაში იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.