საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრემიერ ღარიბაშვილისა და პრეზიდენტ ობამას შეხვედრას საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში "გაჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ძალიან დინამიური იქნება – ეს არის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა".
"ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა არის დასტური იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკული მხარე უყურებს, როგორც დამოუკიდებელ და სანდო მოკავშირეს. სწორედ ეს ნდობა ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მართლაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იცით, რომ გაჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ძალიან დინამიური იქნება – ეს არის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და სხვა მიმართულებებს კიდევ უფრო გააძლიერებს, ისეთს, როგორიცაა სამხედრო თანამშრომლობა, ზოგადად ჩვენი სამოკავშირეო ურთიერთობები ნატო-ში. ბარაკ ობამამ და შეერთებული შტატების ლიდერებმა გამოთქვეს სრული მხარდაჭერა ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითაც და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ
კოჯორში ყოფნისას, სადაც მან იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.