ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს. შესაბამისი ინფორმაცია რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. "რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ", - აღნიშნულია აბუსერიძის განცხადებაში.
კანდიდატურა მოხსნა გიორგი ნიჟარაძემაც. "გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ნიჟარაძე ავრცელებს.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება 20 დეკემბერს იყო დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.