ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.
"ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკური დავალებების შესრულებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის", - აღნიშნა იან კელიმ.
აღნიშნული კომენტარი აშშ-ის ელჩმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე გააკეთა, სადაც ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა "კარგი მმართველობის ფონდის" პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო მიღებას უმასპინძლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.