მუქარის შემცველი, ჯერჯერობით დაუდგენელი ელექტრონული წერილის გამო ლოს-ანჯელესის სკოლები დაიხურა. ამერიკის შეერთებულ შტატებში სიდიდით მეორე სასკოლო სისტემის 640 000 მოსწავლე გააფრთხილეს, რომ არ გამოცხადდნენ სკოლებში. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ნიუ იორკის სკოლების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მათაც მიიღეს მსგავსი წერილი, მაგრამ ჩათვალეს, რომ ის ტყუილის შემცველი იყო და სწავლის პროცესი არ შეწყვიტეს.
ნიუ იორკის ქალაქის პოლიციის კომისარმა უილიამ ბრატონმა განაცხადა, რომ ე-მეილით მუქარა საზღვარგარეთიდან მოვიდა და იუწყებოდა, რომ ჯიჰადისტებისგან იყო, თუმცა ის არ მიიჩნიეს დამაჯერებლად. მას ჰგონია, რომ ლოს ანჯელესის ოფიციოზმა ზედმეტი რეაქცია გამოხატა.
ლოს ანჯელესის გაერთიანებულ რაიონში 1 000-სზე მეტი სკოლა მდებარეობს და თითოეულ მათგანში საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.