ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, იგო მოელოდა, რომ პარლამენტის მიერ ამნისტირებულთა სიის მეორე ნაკადში მოხვდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იბერია"-ს ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი წინა ხელისუფლების მიერ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით შეთითხნილი საქმის მსხვერპლია.
"მე საკუთარ თავს განვიხილავ პოლიტიკურ დევნილად, თუმცა სამწუხაროდ პარლამენტმა თავის დროზე ასე არ განიხილა. მაშინ მითხრეს, რომ მეორე ნაკადში მოვხვდებოდი და მასალების, საბუთების შეგროვება დავიწყე. ადვოკატის მეშვეობით მქონდა კონტაქტი. დაპირებით არავინ გვპირდებოდა გათავისუფლებას, მაგრამ ამაზე საუბარი იყო", - განაცხადა ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ადვოკატი ლალი აფციაური იყო.
ე.წ. კოკაინის საქმეზე საუბრისას ბოჭორიშვილმა თქვა, რომ მათი გასამართლება წინა ხელისუფლების მიერ შეთითხნილი საქმით მოხდა. "შეგიძლიათ გაეცნოთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გადაგზავნილ დასკვნას, ყოველწლიური ნარკოტიკების ბრუნვის შესახებ 2010 წელს. იქ წერია, რომ 2010 წელს საქართველოში ამოღებულია 0 გრამი "კოკაინი". ანუ საქართველოში არ უმოძრავია. 0.9 გრ კოკაინი იყო, თუმცა ვიღაცის სახელზე და არც ერთი ჩვენგანის სახელი იქ არ ფიგურირებს. მე ვარ გასამართლებული 200 გრ კოკაინის გამო. მითხარით, სად წავიდა დანარჩენი, ვინ შეჭამა, როგორ შეიძლება ჰაერზე გაასამართლო ადამიანი?!", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლება სწორედ მსგავსი შეთითხნილი საქმეებით სძალავდა დიდი ოდენობით თანხებს მოქალაქეებს და ეს საქმეც სწორედ ამას უკავშირდებოდა. "დამირეკეს, მითხრეს, რომ 10 მლნ გადამიხადე და შენს მიმართ შეწყდება ყოველგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა. დამირეკეს რამდენჯერმე კუდ-ის და თოფურიძის დავალებით. ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ მთხოვდნენ 3 მლნ ევროს, დანარჩენს ჩემი ნათესავების თავისუფლების სანაცვლოდ. მე არ დავთანხმდი და ჩამძირეს ბოლომდე", - განაცხადა ბრალდებულმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, აფინანსებდა თუ არა "რესპუბლიკურ პარტიას:, რომლის წევრიც თავად იყო ხომ არ იყო მისი დაპატიმრების მიზეზი ეს, ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ იგი "ჩემოდნებით" არ მიდიოდა პარტიაში, მაგრამ "შეძლებისდაგვარად" ეხმარებოდა, გააჩნდა საბანკეტო დარბაზი ვაკე-საბურთალოზე და იქ სემინარების ჩასატარებლად უფასოდ უთმობდა ფართს თანაპარტიელებს.
შსს-ს ინფორმაციით, 2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი განცხადების თანახმად, საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან. ტვირში გადამალული იყო კოკაინის დიდი პარტიები საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.