პეტრო პოროშენკო შს მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს „სამარცხვინოს“ უწოდებს
16-12-2015, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო რეფორმების ნაციონალურ საბჭოზე შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს „სამარცხვინოს“ უწოდებს.


„ამ საკითხზე დისკუსია ხშირად ძალზე მწვავეა. არის აზრთა სხვადასხვაობა. ხდება პოზიციების შეჯერება, რაც რეფორმების განხორციელებას ხელს უწყობს. ამასთანავე, ამ საბჭოში ჩხუბი და უწმაწური სიტყვები ყოვლად დაუშვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ადამიანის ეროვნებას ეხება, პიროვნების პატრიოტიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ისმის შეძახილები: „წაეთრიე უკრაინიდან“, განაცხადა პოროშენკომ.


პოროშენკოს თქმით, რეფორმატორების გუნდი უკრაინაში სწორედ მან მიიწვია. ამასთანავე, კორუფციასთან ბრძოლა შიუბიზნესის დარგი არ არის და მას არ სურს, რომ დეპუტატები და სახელმწიფო მოხელეები ამ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ. „ანტიკორუფციული შოუებიდან ანტიკორუფციულ საქმეებზე უნდა გადავიდეთ“, – აცხადებს პოროშენკო.


მისი თქმით, ამ საკითხში ლამაზი საუბარი კი არ არის საჭირო, არამედ – მტკიცებულებების წარდგენა ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში.


ინციდენტი რამდენიმე დღის წინათ მოხდა.  სააკაშვილმა ავაკოვს კორუმპირებული უწოდა, ხოლო შს მინისტრმა ოდესის გუბერნატორს სახეში წყალი შეასხა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი