რომის პაპი ფრანცისკი თავის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას ინტერნეტისადმი, რომელიც კაცობრიობას აერთიანებს, განცხადებით გამოხატავს.
"თანამედროვე მსოფლიოში, დაუგეგმავი გაცნობის კულტურა მოითხოვს ჩვენგან, რომ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ გაცემისთვის, არამედ მიღებისთვის. მედიას კი შეუძლია რომ ამაში ჩვენ დიდად დაგვეხმაროს, განსაკუთრებით კი დღეს, რადგან ადამიანური კომუნიკაციების ქსელებმა უპრეცედენტო განვითარება ჰპოვეს. ინტერნეტი კი მოულოდნელი გაცნობისა და ერთსულოვნების უსაზღვრო შესაძლებლობას გვთავაზობს."
"ეს კი ნამდვილად კარგი რამაა, ეს ღმერთის საჩუქარია", დაამატა პაპმა.
ფრანცისკი ნამდვილად არაა პირველი პაპი რომელმაც ტექნოლოგიებისადმი მისი დადებითი პოზიცია გამოხატა. მისი წიანმორბედი ბენედიქტე მე-16 პირველი იყო, ვინც თვითერი გამოიყენა და იოანე პავლე მე-2-მ 2001 წელს ხოტბა შეასხა ინტერნეტს.
მაგრამ იონე პავლე მეორე აშკარად უფრო პრაგმატული იყო ინტერნეტის მოხმარებისადმი მისი დამოკიდებულების გამოხატვისას, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მისი ბოლო წლებში მოღვაწეობისას ინტერნეტი არ იყო ისეთი ფართო მოხმარების საგანი, როგორიცაა დღეს. მას ინტერნეტი გაერთიანების კუთხით ნაკლებ, მაგრამ ქრისტიანობის გავრცელების საქმეში უფრო დიდ იარაღად მიაჩნდა. "ინტერნეტს, თუ კი ის გამოყენებული იქნება კომპეტენციითა და მისი სისიძლიერისა და სისუსტეების ცხადი გაცნობიერებით, შეუძლია უზარმაზარი შანსი მოგვცეს ევანგელიზაციის საკითხში".- აღნიშნავდა იოანე პავლე მეორე.
უდავოა, რომ ფრანცისკის გონებაშიც იგივე მიზანი ტრიალებს, რაც იოანე პავლე მეორეს გონებაში ტრიალებდა, მაგრამ ფრანცისკი იმ ეპოქაში ცხოვრობს, რომელშიც ინტერნეტი და სოციალური ტექნოლოგიები არნახულად ვითარდება. იგი, როგორც მან აჩვენა, ის პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმერ ენაზე, ნებისმიერ ვინმესთან ისაუბროს.
"ციფრული კავშირისადმი დაუოკებელ წყურვილს შესაძლოა ჩვენი, ჩვენივე მეზობლებისა თუ ნებისმიერ იმათთაგან, ვინც უახლოესია ჩვენთვის, განმარტოვების მომენტიც ახლდეს",- ნათქვამია პაპის განცხადებაში. "ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ისინი, ვინც კი, რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, მოკლებულნი არიან სოციალურ მედიასთან წვდომას, იმყოფებიან რისკის ქვეშ, რომ ამის მიღმა აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს უარყოფითი მხარეები რეალურია, ეს არ ამართლებს სოციალურ მედიაზე უარის თქმას; უფრო სწორად, ეს გვახსენებს ჩვენ, რომ საბოლოოდ კომუნიკაცია არის უფრო ადამიანური, ვიდრე ტექნოლოგიური მიღწევა."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.