ირაკლი ღარიბაშვილი "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს შეხვდა
25-02-2014, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს შეხვდა.

 

 

როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო აფასებს "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" ძალისხმევას საქართველოს ზრდასა და განვითარებაში.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა დანიელ იოჰანესს, რომლის თბილისში ვიზიტისას 2013 წლის ივლისში საქართველოსთან ხელი მოეწერა შეთანხმებას განათლების სფეროს დაფინანსების მიზნით 140 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.

 

 

"ეს კომპაქტი უდიდესი მნიშვნელობის არის და ის საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გააუმჯობესოს განათლების ხარისხი მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის მიმართულებებით, რაც ქმნის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას ისეთ სწრაფად მზარდ სექტორებში, როგორებიც არის ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა. ეს არის უდიდესი ინვესტიცია განათლებაში და იმის დადასტურებაა, რომ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა დანიელ იოჰანესი საქართველოში მიიწვია და აღნიშნა, რომ თბილისი ასევე სიამოვნებით უმასპინძლებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჯონ კერის და საბჭოს წევრებს გრანტის მიზნობრივი გამოყენების აღსანიშნავად.

 

 

საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელმაც გასული წლის ზაფხულს "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისგან" მეორე კომპაქტი მიიღო. პირველი ხუთწლიანი კომპაქტი, 395 მილიონი დოლარი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს 2005 წელს გამოუყო, საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას მოხმარდა.

 

                                                       

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი