დავით უსუფაშვილმა ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ფრეკონი მიიღო
16-12-2015, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ფრეკონი მიიღო.


შეხვედრაზე, რომელიც დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმის საკითხების განხილვას დაეთმო, მხარეებმა ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს და ევროპის საბჭოს ურთიერთობა წარმატებულად და ნაყოფიერად მიმდინარეობს და ამ თანამშრომლობის ფორმატში ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. რაც შეეხება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესთან ურთიერთობას, პარლამენტის სპიკერის შეფასებით, ის დიდ დახმარებას უწევს ქვეყანას დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელების საკითხებში.


"საქართველომ დაიწყო რეალური დეცენტრალიზაცია, რომელსაც ფინანსური და ეკონომიკური საფუძვლების შექმნაც მოყვება. ქვეყანას უკვე 71 არჩეული მერი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ჰყავს, მაშინ როცა არჩეული მერი მხოლოდ დედაქალაქს მართავდა. ხელშეკრულება, რომლის ხელმოსაწერადაც ევროპელი სტუმარი ეწვია საქართველოს, პარლამენტისთვის ერთ-ერთ სახელმძღვანელოდ იქცევა, რაც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად დაეხმარება", - განაცხადა უსუფაშვილმა.


თავის მხრივ, ჟან-კლოდ ფრეკონიმ დეცენტრალიზაციის პროცესზე საუბრისას მაგალითად საფრანგეთის მოდელი მოიყვანა და აღნიშნულ პროცესს ვრცელი და შრომატევადი უწოდა. მისი განცხადებით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის თანამშრომლობა საქართველოსთან წარმატებულად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს მონიტორინგის პროცესის დასრულება და პოსტმონიტორინგის რეჟიმში გადასვლა. მისივე შეფასებით, “ROAD MAP"-ის ხელშეკრულება, რომელიც ამ დღეებში ქართულ მხარესთან გაფორმდება, საკმაოდ თხელი დოკუმენტია, რადგან ქვეყანამ კანონმდებლობის დონეზე უმეტესი რეკომენდაცია უკვე მიიღო და მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა კიდეც.


"ჩვენ მზად ვართ, ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ საქართველოს ამ პროცესების წარმატებულად განხორციელებაში და ასევე ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების საქმეშიც ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ოკუპაციას და ევროპის საბჭოს ყველა ხელმომწერი ქვეყანის საზღვარს პატივი უნდა ეცეს", - განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა.


ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესი პან-ევროპული ასამბლეაა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, თვითმმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებას და ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას. კონგრესი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შესაბამისად, მომზადდა ე.წ. “ROAD MAP” რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას. აღნიშნულ ხელშეკრულებას ჟან-კლოდ ფრეკონი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი მოაწერენ ხელს და ამით საქართველო, პორტუგალიის და უკრაინის შემდეგ, გახდება მესამე ქვეყანა, ვისაც მსგავსი დოკუმენტი ექნება გაფორმებული ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი