საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატურის მოხსნას ირაკლი აბუსერიძე ეხმაურება და ამბობს, რომ არ უნდოდა მისი კანდიდატურის გამო სარაგბო ოჯახში ბზარი გაჩენილიყო.
"ეს ნაბიჯი გადავდგი იმიტომ, რომ რაგბის არ შექმნოდა პრობლემა. არანაირად არ მიღირს არანაირი თანამდებობა, რომ ამ ოჯახში გაჩნდეს ბზარი. სწორედ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობი კანდიდატებმა ირაკლი აბუსერიძემ და მოქმედმა პრეზიდენტმა გია ნაიჟარაძემ საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს, რის გამოც 20 დეკემბრისთვის დაგეგმილი ყრილობის ჩატარება, რომელსაც პრეზიდენტი უნდა აერჩია, გაურკვეველი დროით გადაიდო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.