ბაჩო ახალაია: ღარიბაშვილი, სუბარი და კახიშვილი სულმდაბალი ადამიანები არიან
16-12-2015, 05:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ღარიბაშვილი, სუბარი და კახიშვილი სულმდაბალი ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ კრიმინალური სამყაროს გამოყენებით შეძლებენ ძალაუფლების შენარჩუნებას, - ამის შესახებ ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა.


ბაჩო ახალაია მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის (CPT) დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაერთოს და ამ მიზნით აღნიშნული დასკვნის სათარგმნად დროის მიცემა მოითხოვა.


"მაქვს სურვილი, CPT-ს დასკვნა დაერთოს მტკიცებულებად აღნიშნულ საქმეს, რადგან ამ დასკვნაში საუბარია იმაზე, რაზეც მე ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვექცევიან სრულიად არაადამიანურად. თუმცა ვართ ჩუმად და ასე ყველაფერს ვიტანთ და ავიტანთ კიდეც, მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. დასკვნაში ასევე საუბარია, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი "კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ. ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია და გთხოვთ ეს დოკუმენტი დავურთოთ საქმეს", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ და პროცესის გადადება მოითხოვა.


მოსამართლე მზია ლომთათიძემ ბაჩო ახალაიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროცესი 27 იანვარს, 12.30 საათამდე გადადო.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი