შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ მისი ტელეფონის "ინბოქსში" მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი "მესიჯები"არ იყო, თუმცა ამტკიცებს , რომ შეტყობინებები მობილურის მკარ დისკზე ინახება.
როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მყარ დისკზე შენახული სმს-ების ამოღების მიზნით ტელეფონს ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა.
"საინტერესოა, ექსპერტიზის დასკვნის დადებამდე რატომ გაასაჯაროვა პროკურატურამ ინფორმაცია, რომ ტელეფონში მესიჯები არ იყო? ვიზუალური დათვალიერების დროს ტელეფონის "ინბოქსში" "მესიჯები" არ იყო, თუმცა მყარ დისკზე ინახება. იმიტომ დავტოვე ჩემი ტელეფონი, რომ ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. რატომ იჩქარა პროკურატურამ და გამოძიების დასრულებამდე რატომ თქვა, რომ იქ მესიჯები არ იყო? მე მაინტერესებს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა და არა ვიღაც გაცისკროვნებული ყმაწვილის განცხადება", - განაცხადა ალეკო ელიშასვილმა.
მისივე მტკიცებით, სმს-ები, რომელზეც პროკურატურამ გუშინ განცხადება გააკეთა, ე.წ. შეწყალების საქმეში გადამწყვეტი არ არის.
"ნელ-ნელა მინდა გამოვუზოგო პროკურატურას რაღაცები. ვიცი რასაც აპირებს, თუმცა სხვა რაღაცებით გავხლართავ პროკურატურას, რომლისგანაც საქმის ჩაფარცხვის მცდელობას აქვს ადგილი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.