"არც ნდობა მაქვს სასამართლოს მიმართ და არც პატივისცემა" - ამის შესახებ ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ახალაიას განცხადებით, მოსამართლე, მზია ლომთათიძე საშუალებას არ აძლევს სამართალი გამოარკვიოს.
"თუ არ მოგვეცა მტკიცებულებების გამოკვლევის, მოწმეთა დაკითხვის საშუალება, ჩვენს აქ ყოფნას აზრი არ აქვს, რადგან თქვენ გვისპობთ ყველანაირ საშუალებას, დავადგინოთ სიმართლე. ეს იწვევს სასამართლოს მიმართ უნდობლობას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ალბათ, თქვენი აცილების საკითხი უნდა დამეყენებინა, მაგრამ ასე არ ვაკეთებ. ვინაიდან აცილებას აზრი არ აქვს, რადგან თქვენ თუ არა, სხვა მოსამართლე იქნება და თქვენ ყველა, ერთი სისტემის ნაწილი ხართ. მე არც ნდობა მაქვს სასამართლოს მიმართ და არც პატივისცემა, რადგან ამის საშუალებას არ მაძლევთ. სასამართლო უბრუნდება შევარდნაძისდროინდელ ძველ ბუნებრივ მდგომარეობას, როცა გამეფებული იყო კორუფცია, რომ ჩვენ ვზრუნავდით, მოსამართლეებს ფული არ აეღოთ და გვეგონა ეს ყველაფერი დავასრულეთ. თუმცა, როგორც ჩანს, პროცესი უბრალოდ შევაჩერეთ და ახლა თქვენ ძველ, ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებით. ლენინმა თქვა, ახალი ადამიანის შექმნა შეუძლებელიაო და როგორც ჩანს, მართლაც ასეა. სასამართლო კორუმპირებულია და სასამართლო წარმოადგენს მხარეს. თუმცა, სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, სიმართლის დასაცავად ბოლომდე ვიბრძოლებ" - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.