საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყანაში პირველი მშვიდობიანი და ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარების წარმატებით დასრულება მიულოცეს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა მოუწოდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ თანამშრომლობა გააგრძელოს საქართველოს ყველა ლიდერთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და საქართველოს მნიშვნელოვანი დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციისთვის.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ღირსეული მეგობრობისა და საიმედო პარტნიორობისთვის, რაც შეერთებული შტატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონული და გლობალური პრიორიტეტების მხარდაჭერაში გამოიხატება.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ავღანეთში, ნატო-ს მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილისთვის და პატივი მიაგო ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლს.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აშშ—ის საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობა, მათ შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების ზრდა ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის.
"აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. მათ დაარწმუნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დაპირდნენ, რომ აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს ახალი მთავრობის დახმარებას პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.