"არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი. ამაზე მძიმე თვე არ მქონია"-, ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი. ამაზე მძიმე თვე არ მქონია, არც ამდენი ტკივილი მოუყენებიათ ჩემთვის. ეშმაკებს ნუ ეძებთ გარეთ. რაგბი არის ჩემზე, თქვენზე, ყველაზე უფრო მეტი. ყველა საკითხი გადაწყდება რაგბის ოჯახში. სკამი არის ჩემთვის ნული. პრეზიდენტობა არ არის პრივილეგია, ფუფუნება. ეს არის ჯოჯოხეთური პასუხისმგებლობა.
არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ვინმე გატეხს. რაგბის ოჯახი იყო, არის და იქნება ერთიანი. რაგბის არჩევნები გადაწყდება შიგნით",- განაცხადა გია ნიჟარაძემ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გუშინ თავისი კანდიდატურა მოულოდნელად მოხსნა. "გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც გუშინ მან გაავრცელა.
იგივე ნაბიჯი გადადგა მე-2 კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემაც. "რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ", - აღნიშნულია აბუსერიძის განცხადებაში.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარება 20 დეკემბერს იყო დაგეგმილი. ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
დღეს კი guardian.ge -სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ცნობილი ქართველი მორაგბე ლევან ცაბაძე. როგორც ცაბაძემ guardian.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ გეგმავდა, თუმცა, იმ ფონზე, რაც ხდება დღეს რაგბის კავშირში, გამორიცხული არ არის, საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები გამართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.