იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კამათის ფონზე მიმდინარეობს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე დაუპირისპირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნანა კაკაბაძემ ლევან მურუსიძე სულხან მოლაშვილის საქმზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვის დროს, მოლაშვილის წამებასთან დაკავშირებული გარემოება არ გაითვალისწინა.
თავად მურუსიძის თქმით კი, საქმე თანხების მითვისება-გაფლანგვას ეხებოდა და მასში წამების ფაქტი ნახსენები საერთოდ არ ყოფილა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.