თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ 561 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
16-12-2015, 07:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცა.

 

 

დღეს, პროფესიული კავშირების შენობაში, 111 ერთოთახიანი და 169 ოროთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინების კენჭისყრა კი 17-18 დეკემბერს გაიმართება.

 

 

კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სულ 6 ნგრევადი შენობა დაიხურა, მათ შორის ორი დიდი ობიექტი ე.წ. აეროპორტის ჩასახლება და სასტუმრო „კოლხეთი“. დღეს, კენჭისყრის პრინციპით ბინები ნგრევად შენობებში მცხოვრებ 130 დევნილ ოჯახზე განაწილდა.

 

 

კენჭისყრის პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სობარი, მინისტრის მოადგილეები, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

კენჭისყრის დროს გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი