ოდესის ოლქის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენი ავაკოვის მიერ მათი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„ვწუხვარ, რომ მომიწია პრემიერ-მინისტრისთვის ქურდი მეწოდებინა, მაგრამ კიდევ უფრო ვწუხვარ, რომ ეს სიმართლეა.
ეს არის ჩვენი ვერსია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომხდარის შესახებ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ვიდეო, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადმომცეს. აშკარად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი „გასტროლიორს“ მიწოდებს, მისი მინისტრი კი „მისი ქვეყნის“ დატოვებისკენ მომიწოდებს. მე გამოვიყენე სიტყვა ქურდი პრემიერ-მინისტრისა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ და ეს სიტყვები უკან არ მიმაქვს. მე მიყვარს უკრაინა. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ქურდებისა და თაღლითებისგან“ - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციაში რეფორმების ეროვნულ საბჭოზე შეკრებილ მაღალჩინოსნებს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ოდესის გუბერნატორი, პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი დაუპირისპირდნენ. უკრაინის შს მინისტრმა დაპირისპირებისას მიხეილ სააკაშვილმა ჭიქა ესროლა. ინციდენტის ამსახველი კადრები ავაკოვმა სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.