"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
"საქართველოს განვითარების ფონდის" ცნობით, შეხვედრაზე პაატა ბურჭულაძემ დიპლომატებს ფონდის სამომავლო გეგმები და ხედვა გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს და ვიზალიბერალიზაციის თემას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავად პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს დასავლურ კურს არ აქვს ალტერნატივა.
"საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის ევროპა. რუსეთის აგრესიას გამართლება არ აქვს, რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მაჭავარიანი, საგარეო პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი რუხაძე და სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, დავით ჯანდიერი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.