ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას 19 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. პროექტის ღირებულება 70 მილიონი ლარია. სამუშაოზე 500-სზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.
"უკვე შეგვიძლია ნატახტარიდან აქამდე 100 კილომეტრი ვიაროთ შეუფერხებლად და ნაკლები ხიფათით, თუმცა ამით არაფერი არ მთავრდება. სამუშაოები გრძელდება. ახლა ერთდროულად მიდის 6 მონაკვეთზე მუშაობა, დაახლოებით 120 კილომეტრის გზაზე და უახლოესი 3 წლის განმავლობაში, ჩვენ ვთვლით, ვთვლით კი არა, ასეა დაგეგმილი, რომ ამ 120 კილომეტრს დავამთავრებთ და პარალელურად დავიწყებთ ახალ გზებს", განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა ავტომაგისტრალის ოფიციალურად გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროექტის ფარგლებში აშენდა: ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 5 გზაგამტარი - ორდონიანი გადაკვეთებით და 3 პარალელური სახიდე გადასასვლელი. დღეს, 16 დეკემბერს, 15:00 საათზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე ახალ მიმართულებაზე გადაერთო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.