შეერთებულმა შტატებმა საპროცენტო განაკვეთი 0.25% -ით გაზარდა - მსოფლიოში დოლარის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობენ
16-12-2015, 22:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, 2006 წლის შემდეგ პირველად, რეფინანსირების განაკვეთი 0.25% -ით გაზარდა. მოსალოდნელია, რომ ამ ნაბიჯმა მთელ მსოფლიოზე მოახდინოს გავლენა. ეს გააძლიერებს ზეწოლას დიდ ბრიტანეთზე, გაზარდოს პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც 0.5%-ს შეადგენს და არ იყო დაგეგმილი, რომ ის 2016 წლის გვიან პერიოდამდე შეცვლილიყო.

 

 

როგორც BBC წერს, ამერიკის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს განვითარებად ქვეყნებზე, რომელთა უმეტესობის ეკონომიკაც ნელი ტემპებით იზრდება. ეს მათთვის უფრო მაღალ სასესხო დანახარჯებს ნიშნავს.

 

 

უკვე გამოითქვა წუხილი იმის თაობაზე რომ განაკვეთის ზრდა კიდევ უფრო შეანელებს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას, რადგანაც მოსალოდნელია რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთი გაამყარებს დოლარს, ვალუტას, რომელშიც ბევრი ქვყანა და კომპანია იღებს სესხს.

 

 

ამერიკის ამგვარი პოლიტიკა ასახვას ჰპოვებს ევროპასთან მიმართებითაც, სადაც უფრო მარტივი სასესხო პირობები მოქმედებს.

 


საპროცენტო განაკვეთები შეერთებულ შტატებში 2008 წლის შემდეგ თითქმის 0 პროცენტი იყო. განაკვეთის გაზრდაზე გუშინ ხმის მიცემისას ერთსულოვნება სუფევდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი