რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედებას აჩერებს.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, დოკუმენტი ხელმოწერილია განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის ინტერესებსა და უსაფრთხოებას.
როგორც ცნობილია, ბრძანება ძალაში 1-ელი იანვრიდან შედის.
ამავე დღიდან ამოქმედდება შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება ძალაში ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო. თუმცა, რუსეთის პრეტენზიების გამო მისი ამოქმედების ვადამ გადაიწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.