აშშ მოუწოდებს თურქეთს, ერაყიდან ჯარები გაიყვანოს. თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრ, ჰეიდარ ალ-აბადისთან სატელეფონო საუბარში გააკეთა.
სატელეფონო საუბარში ჯო ბაიდენმა და ალ-აბადიმ აღნიშნეს, რომ ერაყის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით უნდა იმყოფებოდნენ. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ ერაყის სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
მანამდე ბაიდენი თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეთ დავუთოღლუს ესაუბრა და აღნიშნა, რომ ერაყის ჩრდილოეთში თურქული სამხედრო ძალების განლაგება ერაყის მთავრობასთან შეუთანხმებლად მოხდა.
თურქეთმა რამდენიმე ასეული სამხედრო და ტანკები ერაყის ქალაქ მოსულის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ბაშიკში განალაგა. ანკარაში აცხადებენ, რომ ჯარისკაცები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ჩართულ ქურთ მებრძოლებს გაწვრთნიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.