"ეს არის აბსოლუტურად პროვოკაციული განცხადება" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით სანაკოევის განცხადებას.
სესიაშვილის თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები იკრიბებიან, შორს არის რეალობისგან.
სესიაშვილი ვარაუდობს, რომ ამ ტიპის განცხადებების მიზანია ერგნეთის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ მოხდეს.
"ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის დე-ფაქტო ხელისუფლებებმა, რომ დღეს საქართველოში არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმით არის დაკავებული. ეს არის აბსოლუტურად შორს რეალობისგან. ამიტომ, მათი ეს განცხადება შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც მხოლოდ პროვოკაციული, მიზანმიმართული იმისკენ, რომ ერგნეთის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ან არ დადგეს ძირითადი საკითხები, რაც მოსახლეობას და სახელმწიფოს აწუხებს", -განაცხადა სესიაშვილმა.
ოსური მხარის წარმომადგენლის, დავით სანაკოევის ინფორმაციით კი პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის.
მისივე მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.