ვლადიმერ პუტინმა პირველად აღიარა, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები წარმოდგენილი არიან აღმოსავლეთ უკრაინაში. ამის შესახებ პუტინმა დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე უკრაინელი რეპორტიორის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რუსეთი მუდმივად უარყოფდა კონფლიქტში სამხედრო ჩართულობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის საწინააღმდეგოდ დიდძალი სამხილი არსებობდა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო დაზვერვის ოფიცრები იმყოფებიან და დაჟინებით განაცხადა, რომ ეს არ არის იგივე, რაც რეგულარული რუსული ჯარები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.