უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრას დადებითად აფასებს და იმედს იტოვებს, რომ "პრემიერი უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაზე".
"ძალიან კარგია, რომ შედგა პრემიერის შეხვედრა თეთრ სახლში. წელიწადნახევარია გასული, რაც ახალი მთავრობაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრა შედგეს სტრატეგიული პარტნიორობისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ ობამასი, რომ ასეთ მომენტში, როდესაც რუსეთის ფედერაცია კვლავ წევს საოკუპაციო ხაზს ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში, უკრაინის მოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენტიტესიდამი, ჩვენი თავისუფალი არჩევანის მიმართ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ და გამოხატა დაინტერესება თუ კონკრეტულად რა საკითხები დასვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე.
"იმედი მაქვს, პრემიერი უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე მიუნხენის კონფერენციაზე. ჩვენ გვაინტერსებს, კონკრეტულად რა საკითხები დასვა მან, ეს არის მნიშვნელოვანი და იმედია, მოვისმენთ უფრო მეტს. მან ისაუბრა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ეს კარგია, მაგრამ არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზე მოლაპარაკებების დაწყებაც იყო მიღწეული წინა შეხვედრაზე და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის საკითხი. საინტერესოა, თუ რა ეტაპზე ვართ ამ პროცესში", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.