"პუტინმა მორიგი ტყუილი თქვა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როცა სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს", აღნიშნული განცხადება ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააკეთა.
"როგორც ყოველთვის, პუტინმა მე გამიხსენა. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია. ჩემი საქმიანობა უკრაინაში მას ძალიან არ მოსწონს და მე მისი მესმის. თუ უკრაინაში კორუფციას ხერხემალში გადავტეხავთ და სიღრმისეულ რეფორმებს გავატარებთ, მისი სიცრუის იმპერია კარტის სახლივით დაიშლება. პუტინმა მორიგი ტყუილი თქვა, რომ ამერიკელებმა ვიზა არ მომცეს, მაშინ როცა სამწლიანი სამუშაო ვიზა მაქვს.
ჩემთან დაკავშირებით იმდენი ტყუილი ილაპარაკა, მალე პლასტიკური ოპერაცია დასჭირდება, რომ ცხვირი არ გაეზარდოს", - წერს სააკაშვილი.
დღეს, ყოველწლიურ შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-მა სააკაშვილს სამუშაო ვიზა არ მისცა და უკრაინაში გააგზავნა. პუტინმა სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა "უკრაინელი ხალხისთვის შეფურთხებად" შეაფასა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.