რუსი დეპუტატი: ვლადიმერ პუტინმა უდიდესი სიგნალი მისცა საქართველოს ხელისუფლებას
17-12-2015, 10:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ვლადიმერ პუტინმა უდიდესი სიგნალი მისცა საქართველოს ხელისუფლებას", ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბარში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა იგორ მოროზოვმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ქართულმა მხარემ უნდა ისარგებლოს ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებული განცხადებით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ და დაიწყოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

 

 

"ვლადიმერ პუტინმა უდიდესი სიგნალი მისცა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად თანაბარუფლებრივ საფუძველზე. საქართველოსა და რუსეთს შეხების ბევრი წერტილი გააჩნიათ. მზად ვართ ურთიერთობების აღსადგენად საპარლამენტო არხებით. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მოედნებზე ქართველი კოლეგები იქნებიან ჩვენი მომხრეები და არა მოწინააღმდეგეები", - განაცხადა მოროზოვმა.

 

 

მისივე თქმით, რუსეთს არაერთხელ უთქვამს ხაზგასმით, რომ არ აპირებს გავლენის მოხდენას სხვა სახელმწიფოების ნებაზე და ამ შემთხვევაში საქართველო თავად უნდა მოელაპარაკოს თავის მეზობლებს - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. "ისიც მკაფიოდ ითქვა, რომ რუსეთი საქართველოს ნებას არ მისცემს მოსახლეობის გენოციდით დაკავდეს", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

 

 

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა კი ამავე მედია-საშუალებასთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

 

 

"ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, პრინციპში, დაადასტურა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელ ხაზს არ წარმოადგენს რუსეთისადმი მტრობა, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს. ანუ, ცხადია, რომ სააკაშვილის დროს ხელისუფლებაში იყვნენ პროამერიკული-რუსოფობი ადამიანები. ახლა უფრო დაბალანსებულები არიან. ხვდებიან, რომ საქართველოს გააჩნია ინტერესები, რომლებიც მათ რუსეთთან აკავშირებს, კერძოდ, ეკონომიკური კავშირები. მეჩვენება, რომ პროგრესი არის, ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება. ეს პუტინმაც აღნიშნა, გამოყო ის ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება რუსეთმა გადადგას. არ გვსურს, რომ საქართველოში შეიქმნას ანტირუსული ისტერიის რეციდივები. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების დასალაგებლად", - განაცხადა პუშკოვმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   იაშა ხარაიშვილი
      
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან სწორი მიმართულება აქვს რუსეთთან ურთიერთობაში. რუსეთს ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ ტერიტორიის დაკარგვას არ შევურიგდებით და მოვთხოვოთ ტერირორიების დაბრუნება, მაგრამ ამას ვერასოდეს მივაღწევთ რუსეთთან ომით და მტრულ ბანაკში გადაბარგებით. საქართველომ უნდა დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, მითუმეტეს ვერც რუსეთს და ვერც თურქეთს ჩვენი მხარდაჭერით ვერაფერს შევმატებთ. ნეიტრალიტეტის დაღღვევით კი მივიღებ ისეთ ომს ჩვენს ტერიტორიაზე რაც სირიაშია . დავფიქრდეთ ვისაც მართლა გვიყვარს საქართველო და არა სავარძლის გულისთვის.
18 დეკემბერი 2015 05:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი