ალეკო ელისაშვილის კიდევ ერთი მრიგი დაკითხვა 7 საათს გაგრძელდა და ცოტა ხნის წინათ დასრულდა. დაკითხვიდან გამოსულმა ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროკურატურაში მას დაკითხვისას "ანეგდოტური შეკითხვები" დაუსვეს.
ელისაშვილის თქმით, მას ჰკითხეს თუ რატომ ეძახის პროკურორებს უსაქმურებს. მისივე განცხადებით, დაკითხვის ოქმში ასევე შეტანილი იყო გამომძიებელის კითხვა, თუ საიდან იცის ელისაშვილმა, რომ პროკურატურამ თავის დროზე გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეები გააყალბა.
"რა შუაში იყო, მაგრამ ეს შეკითხვები დამისვეს", - განაცხადა ელისაშვილმა და დაამატა, რომ მის მიერ კომპანია "მაგთიდან" ამოღებული სატელეფონო ამონაწერის დათვალიერება მოხდა.
"გამოძიებას ვურჩიე, რომ ამ "მესიჯების" შინაარსი აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ სჯობს მათ გამოაჩინონ, რათა სახე შეინარჩუნონ. მე კანონს პატივს ვცემ და ფეხდაფეხ მივყვები გამოძიებას. სჯობს პროკურატურამ გამოაჩინოს SMS-ების შინაარსი", განაცხადა ელისაშვილმა.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა SMS-ები სხვა ფორმით შენახული, ელისაშვილმა უპასუხა, რომ ისინი დაკოპირებული არ აქვს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის გადამოწმებას, მისი თქმით, თუკი ექსპერტიზის ბიურო არ აღადგენს მის ტელეფონში არსებულ SMS- ებს, მაშინ ის საერთაშორისო ბიუროს მიმართავს.
"გამოძიება მიდის სადღაც სხვაგან და არა იქ, სადაც უნდა მიდიოდეს. მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით ცხარე საუბარი გვქონდა. ჩემთვის გაუგებარი იყო ყიჟინი რატომ დასცეს, როდესაც ექსპერტიზის პასუხი არ იყო მოსული. ეს იყო სამარცხვინო საქციელი პროკურატურის მხრიდან, რომ გამოხტნენ და ზეიმობდნენ იმას, რომ "ინბოქსში" არ აღმოჩნდა SMS-ები. ძალიან აინტერესებდა პროკურატურას მიეღო პასუხი, სადმე სხვაგან ხომ არ მაქვს შენახული მესიჯები. ნატამალი რწმენა აღარ მაქვს პროკურატურის", - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი ჭორაობს. "მე საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთ წევრს მინდა ვუპასუხო, რომლებიც ამბობენ, რომ ელისაშვილი ჭორაობსო. სინამდვილეში ისინი დგანან და ჭორაობენ. მე კი სახლში უფრო ნაკლებ დროს ვატარებ, ვიდრე პროკურატურაში. მაქსიმალურად ვეხმარები გამოძიებას, რომ წინ წაიწიოს. ჩემი ხელით მივუტანე სატელეფონო ამონაწერები გამოძიებიდან 2 კვირის თავზე, რომელიც ადასტურებს, რომ ზარები და SMS-ები ხორციელდებოდა ჩემს ტელეფონზე", - განაცხადა ელისაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.