"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქარაძის შეფასებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას შორის შეხვედრის ფაქტი მისასალმებელია, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე.
ბაქრაძის განცხადებით, ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-თან წინა წლებში ჩამოყალიბებული განსაკუთრებული პარტნიორობა განაგრძოს.
"ასევე, ძალიან მნიშნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს, ის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც ბარაკ ობამასგან მოდიოდა - რომ საქართველოს და ქართულ დემოკრატიას სჭირდება ყველა პოლიტიკურ ძალას შორის თანამშრომლობა და არა დაპირისპირება და კონფრონტაცია", - განაცხადა ბაქრაძემ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ვიცე პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრისას ძირითადი თემები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები იყო. შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა და მას საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.