ევროკომისიის დასკვნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით პოზიტიურია, ასე რომ ყველას გილოცავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე გუშინ გვიან საღამოს მქონდა საუბარი ევროკავშირში და მინდა საზოგადოებას და თქვენ ყველას გითხრათ, რომ დღეს გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა. ასე რომ, ყველას გილოცავთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში გაწეული შრომატევადი სამუშაოსთვის მთავრობის თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.
"მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ, ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და არც ერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ჩვენ ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ. გუშინ საღამოს უკვე მომილოცეს და ასევე გილოცავთ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება, მათი ამდენი ხნის ლოდინის დაფასება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ეს არის ქართველი ხალხის ნდობის დადასტურება ევროპის მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს და დასძინა, რომ ამ შედეგის მისაღწევად ბოლო სამი წლის განმავლობაში თითოეულმა უწყებამ მუხლჩაუხრელად იმუშავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.