გიორგი მარგველაშვილი: ბეჯითად და ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაძლიეროთ მშვიდობიანი პროცესები მსოფლიოში
18-12-2015, 00:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბეჯითად და ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაძლიეროთ მშვიდობიანი პროცესები მსოფლიოში, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებსაც ავლაბრის სასახლეში საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

 


ქვეყნის პირველმა პირმა გუშინ გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება 2016 წლის გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მშვიდობის მიღწევაში.

 


"ჩვენ ერთად გვაქვს სამუშაო მნიშვნელოვან საკითხებზე, უსაფრთხოების გაძლიერებაზე მთელს რეგიონში. ბეჯითად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაძლიეროთ მშვიდობიანი პროცესები და მშვიდობის შემდგომი განმტკიცება უკრაინაში, მოლდოვაში, ასევე გავაძლიეროთ იმ ქვეყნების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რომლებმაც მტკიცედ და ნათლად განაცხადეს საკუთარი დასავლური არჩევანის შესახებ.

 


ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, იმისათვის, რომ დავძლიოთ კონფლიქტი უკრაინაში, მოვახდინოთ პროცესების სტაბილიზაცია სირიაში, ვიყოთ უფრო აქტიურები ავღანეთსა და ერაყში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მიზნის მიღწევაში," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილმა 2015 წელიც შეაჯამა და განმარტა, რომ საქართველომ ბეჯითად იმუშავა ბევრი მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით. "2015 წელს, ჩვენ შევძელით ქვეყნის განვითარება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით. გვქონდა შესაძლებლობა ბეჯითად გვემუშავა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე.

 

 

გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველო-NATO-ს ურთიერთობის განვითარების მიმართულებით. ერთად ვმუშაობთ დემოკრატიისა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებისათვის. ბეჯითად ვმუშაობთ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის პარტნიორობის თვალსაზრისით, საქართველოს განსაკუთრებული როლის მნიშვნელოვნად იდენტიფიცირებისა და გაძლიერებისათვის. საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს მეტად დამკვიდრებისათვის, რომ ეს ადგილი მეტად სასარგებლო გავხადოთ მთელს მსოფლიოში ჩვენი ყველა პარტნიორისათვის," - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი