ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგილებას
18-12-2015, 01:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ხელისუფლების განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


"გუშინ ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის ხელისუფლების განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე. მე ამას გუშინვე გამოვეხმაურე. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი ჟესტი, ასეთი ნაბიჯი ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა. მე ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგილებას - ბარიერების გარეშე. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ყველაფერი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, რა თქმა უნდა, ხდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი