საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის კომპონენტებზე საინფორმაციო კვირეული დაიწყო . შსს „უკონტაქტო პატრულირების“ მნიშვნელობას განმარტავს.
უკონტატო პატრულირება არის საგზაო მოძრაობის რეგულირების ერთ-ერთი თანამედროვე საშუალება, რომლის დროსაც მძღოლის შეჩერების გარეშე ხდება დარღვევის დაფიქსირება და დაჯარიმება.
აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში და ემსახურება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევათა პრევენციას.
ფუნქციონიერებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. GPS ვიდეორეგისტრატორებისა და სპეციალური პროგრამის საშუალებით ხდება დარღვევის, დროისა და ადგილის ზუსტი აღრიცხვა, რომლის საფუძველძეც პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვესთვის ჯარიმა ეგზავნება.
GPS ვიდეორეგისტრატორებით სამოქალაქო ტიპის ავტომანქანები იქნება აღჭურვილი.
მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება სამართალდარღვევა გადაამოწმოს ან გასააჩივროს.
უკონტაქტო პატრულირება იცავს მოძრაობის მონაწილეებს, მათ შორის ქვეითებს, მაშინაც კი, როცა საპატრულო პოცოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.
უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობას ქულებს არ აკლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.