თედო ჯაფარიძე: საქართველოს ხელისუფლების კურსი არის კარგად გათვლილი და მომავალზე ორიენტირებული
25-02-2014, 12:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის შეფასებით, თეთრ სახლში ქართული დელეგაციისა და პრემიერ-მინისტრის მიერ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან გამართულმა გუშინდელმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების: მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის კურსი არის კარგად გათვლილი და მომავალზე ორიენტირებული".

 

 

"ვაშინგტონში უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრას ჰქონდა ადგილი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი, მთავრობის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს და საქართველოს დელეგაციას შეხვდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ჩვენ მასთან ბევრი რამ გვაკავშირებს: ჩვენი მომავალი, ნატო-ში გაწევრიანება, ჩვენი სტაბილურობა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტია. აქედან გამომდინარე, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ ამ შეხვედრამ და მასში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მონაწილეობამ დაადასტურა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების: მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის კურსი არის კარგად გათვლილი და მომავალზე ორიენტირებული", - განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი