გიორგი კვერენჩხილაძე: მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადებასთან დაკავშირებით გაურკვევლობას ბადებს რამდენიმე გარემოება
18-12-2015, 01:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაურკვევლობას ბადებს, რატომ არ მოხდა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ბოლო გადავადებიდან გასული 2-წლიანი პერიოდის რაციონალურად გამოყენება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა.


"მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადების მიზეზად საკომიტეტო თუ პლენარული სხდომების დროს დასახელდა სასამართლო რესურსების გაზრდის, ასევე გარკვეული საბიუჯეტო რესურსების მოძიების აუცილებლობა, რის თაობაზეც საუბარია კანონპროექტის განმარტებით ბარათშიც. ამასთან დაკავშირებით გაურკვევლობას ბადებს რამდენიმე გარემოება, პირველ რიგში კი ის, თუ რატომ არ მოხდა დროის უფრო რაციონალურად გამოყენება და საჭირო მატერიალური თუ სამართლებრივი რესურსების მოძიება, როცა აღნიშნული ნორმის ბოლო გადავადებიდან თითქმის 2 წელია გასული. ასევე გაურკვეველია და კითხვებს ბადებს ისიც, რომ მოწმეთა დაკითხვის 2009 წელს მიღებული ახალი წესი უკვე მეხუთედ გადავადდა და ეს მოხდა იმ ფონზე, როცა საკითხი ეხება საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენას", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.


საქართველოს პრეზიდენტმა მოწმეთა დაკითხვის წესის 20 თებერვლამდე გადავადებას ხელი გუშინ მოაწერა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი