ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს მთავრობა მთელ საქართველოში სკოლების განახლებისთვის $54 მილიონ დოლარს გამოყოფს
"საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ბევრ სკოლას, განსაკუთრებით რეგიონებში, დახმარება სჭირდება. ამიტომ, აშშ-ის მთავრობა მთელ საქართველოში სკოლების განახლებისთვის $54 მილიონ დოლარს გამოყოფს. სამუშაოები დაიწყო მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 30 სკოლაში. საბოლოოდ კი საქართველოში 100 სკოლა გარემონტდება.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისათვის!", ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.