შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით ისტორიული დღეა და დღეს რუსეთზე საუბარი არასერიოზულია.
ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ვიყენებ სიტყვა "ისტორიულს" და მართლაც, დღეს არის ისტორიული დღე და ნამდვილად არ ვაპირებ სხვა თემებზე საუბარს. ვულოცავ მთელ ქართველ ერს, მთელ ნაციას ასეთ მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველომ გადადგა სერიოზული ინსტიტუციური ნაბიჯი ევროპისაკენ. რუსეთი ამ წუთში არის არასერიოზული სალაპარაკო, როდესაც გვაქვს ევროპაზე სასაუბრო. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთვის მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ ღონისძიება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.