იმ კომპანიებზე, რომლებსაც გზების დაგების ვადებთან დაკავშირებით გადაცდომები ჰქონდათ, შესაბამისი პასუხისმგებლობა უკვე გავრცელებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
როგორც ნარმანიამ განმარტა, ეს კომპანიები დადგენილი წესის შესაბამისად დაჯარიმდნენ.
"იყო ცალკეული შემთხვევა, როდესაც სამუშაოები სხვა კომპანიებმა გააგრძელეს, ვინაიდან მათ სამუშაოების გაგრძელების რესურსი არ ჰქონდათ. კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათთან კონტრაქტი გაწყდა", - განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ ასეთი შემთხვევა ბევრი არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.