აშშ გუანტანამოს 17 პატიმარს სხვა ქვეყნებს გადასცემს.ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
სამთავრობო წყაროების თანახმად, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ეშტონ კარტერმა კონგრესს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა.
პატიმართა გადაცემის შემდეგ გუანტანამოს ციხეში 90 მსჯავრდებული დარჩება.
გუანტანამოს ბაზა 2002 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გაიხსნა. გასული წლის ნოემბერში აშშ-მ ციხის 3 პატიმარი საქართველოს გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.