საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ქართული დელეგაციის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან და შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრა არის ხაზგასმა, რომ ამერიკა მტკიცედ და ნათლად გამოხატავას მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, სუვერენეტიტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა შეხვედრას საქრათველოს დელეგაციასთან და პრემიერ-მინისტრთან. ეს არის ხაზგასმა კიდევ ერთხელ იმისა, რომ ურთულეს ვითარებაში, რომელიც არის რეგიონში, ამერიკა მტკიცედ და ნათლად გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ეს არის დიდი იმედის მომცემი და ამავე დროს მნიშვნელოვანი შეხვედრა", - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.