"კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ,,ქართული ოცნება" ეფექტური მხოლოდ პრემიების და ქრთამის აღებაშია", ასე ეხმაურება კრწანისის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს, საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი აბესაძე.
აბესაძე აცხადებს, რომ "10 დეკემბრის მდგომარეობით მერიას ბიუჯეტში აუთვისებელი ჰქონდა 145 მილიონი ლარი. შარშან 42 მილიონიანი სეკვესტრის მიუხედავად (ბოლოს თბილისის ბიუჯეტის სეკვესტრი შევარდნაძის პერიოდში განხორციელდა) თბილისის ბიუჯეტში დაუხარჯავი დარჩა 68 მილიონი ლარი. ანუ 2014 წლის ბიუჯეტში ,,ქართულმა ოცნებამ" ვერ აითვისა 110 მილიონი ლარი. წელსაც დაახლოებით იგივე ოდენობის თანხა რჩება აუთვისებელი, რაც ნიშნავს მოუგვარებელ პრობლემებს, მოუწერიგებელ გზებს და დახმარების გარეშე დარჩენილ სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას".
აბესაძის თქმით, ამ ფონზე მერიაში კვლავ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ და ქრთამის აღების ჩამოყალიბებულ ტრადიციასაც უწყვეტად აგრძელებენ.
"50 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს კრწანისის გამგებლის გათავისუფლება და რაც მთავარია გამოძიების ბოლომდე მიყვანა, რომ გაირკვეს იყო თუ არა დანაშაულებრივი კავშირები თბილისის მერიის ,,ქონების მართვის სააგენტოს" თანამდებობის პირებთან", აცხადებს ირაკლი აბესაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.