"მემარცხენე ალიანსი": პუტინის განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე ნიშნავს, რომ ეს საკითხი ტაბუდადებული არ არის
18-12-2015, 03:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივნი პაატა ჯიბლაძე ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.


"რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომელიც შეეხებოდა სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებს, ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობას ნიშნავს", _ ამის შესახებ "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პაატა ჯიბლაძის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმებით აღსდგება ორ მეზობელ ერს შორის მეგობრული ურთიერთობა, გაძლიერდება ბიზნეს კავშირები და რუსეთში მცხოვრები მილიონი თანამემამულესთვის სახლში დასაბრუნებლად ხელოვნურად შექმნილი ბარიერები მოიხსნება.

 


"პრეზიდენტ პუტინის განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე ნიშნავს, რომ ჩრდილოელი მეზობლისთვის ეს საკითხი ტაბუდადებული არ არის და თანმიმდევრული, ეროვნული პოლიტიკით შესაძლებელია დადებითი შედეგის მიღწევა. მოვუწოდებთ ქვეყნის პრემიერ- მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოიყენონ შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები ჩვენი სამშობლოს გამთლიანების მიზნით", _ განაცხადა ჯიბლაძემ.


პაატა ჯიბლაძემ შეახსენა საზოგადოებას, რომ "მემარცხენე ალიანსის" ლიდერებმა გაზაფხულზე საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დაეწყო მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან. "სამწუხაროდ მან გამოიჩინა სისუსტე, აჰყვა რიგი პოლიტიკური პარტიების პროვოკაციულ, არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობასთან ნებისმიერი კონტაქტი ჩაითვლებოდა ქვეყნის ღალატად, რის გამოც დაიკარგა ძვირფასი დრო", _ განაცხადა "მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკურმა მდივანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი