პარტია "ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ნანა მაისურაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის" აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა მნიშვნელოვანია.
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ეხმიანება პარტიის კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ანა მაისურაძის დაკავების ფაქტს. პარტიისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, დამოუკიდებელი და მიუკერძიებელი სასამართლოს მიერ.
გამოძიების შეუფერხებლად წარმოების უზრუნველსაყოფათ, ნანა მაისურაძეს შეუჩერდება თანამდებობრივი უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ნანა მაისურაძე გუშინ დააკავეს. მას ბრალად ედება ქრთამის სახით 50 ათასი ლარის აღება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.